FCArsenal.Ge საათი
მედია პორტალი

მთავარი მენიუ
რეკლამა

სატურნირო ცხრილი
#გუნდი
1მანჩესტერ სიტი513
2მანჩესტერ იუნაიტედი513
3ჩელსი510
4ნიუკასლი59
5ტოტენჰემი58
6ჰადერსფილდი88
7ბარნლი58
8ლივერპული58
9ვესტ ბრომვიჩი58
10საუთჰემპტონი58
11უოთფორდი58
12არსენალი57
13სტოკი55
14სუონსი55
15ლესტერი54
16ბრაიტონი54
17ვესტ ჰემი54
18ევერტონი54
19ბორნმუთი53
20კრისტალ პალასი50
19.09.2017
პარტნიორი საიტები

«ემირეითს სთედიუმი»

 

 

ემირეითს სთედიუმი


 

 

Emirates stadium-ი მდებარეობს ლონდონში ეშმბარტონ გროუზე უბან ჰოლოვეიში ჩრდილოეთ ლონდონში ემირეითი არსენალის სტადიონია 2006 წლის ივლისიდან.მისი ტევადობაა 60,355 ათასი, პრემიერ ლიგაში ემირეითი მეორე დიდი სტადიონია ოლდ ტრაფორდის შემდეგ. თავიდან მას ეშმბარტონ გროუს არქმევდნენ მაგრამ როდესაც კლუბი ემირატაბის ავიახაზებს გაურიგდა სახელად ემირეითი დაერქვა. სტადიონის მშენებლობა 430 მილიონი ფუნტი-სტერლინგი დაჯდა, მაგრამ სტადიონის პროექტისგან განსხვავებით განსხვავებული პროექტი ჰქონდა. 2004 წლის 5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სტადიონს ემირეითსი 15 წელი ერქმევა. ემირეითის ავიახაზებმა არსენალს 100 მილიონი ფუნტი-სტერლინგი გადასცდა სამაგიეროდ კი კლუბი 8 წლის განმავლობაში მაისურზე ამ ავიახაზებს გაუწევს სპონსორირებას. სტადიონს ხშირად მარტო ემირეითსაც უწოდებენ ზოგი გულშემატკივარი კი ისევ ეშმბარტონ გროუს ეძახის.

 

 

ემირეითს სთედიუმი


 

 

ახალი სტადიონის აშენება უმთავრეს და ძალიან საჭირო მოვლენად იქცა ”არსენალის” თანამედროვე ცხოვრებაში. დღეს ”ემირეითსი” უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი, კარგი, თანამედროვე და ტევადი სტადიონია მთელ მსოფლიოში. ინგლისში იგი გულშემატკივართა ტევადობით მხოლოდ ”მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონს, ”ოლდ ტრაფორდს” ჩამორჩება. ფინანსური, წარმომადგენლობითი, მორალური და ეთნიკური მხრივ ახალი სტადიონის აშენება ურთულესი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამოცანა იყო. თუმცა მასთან გამკლავება არაჩვეულებრივად მოხერხდა.

 

 

ემირეითს სთედიუმი


 

 

90-იანი წლების დასაწყისისთვის ”არსენალის” მაშინდელი სტადიონი, ჰაიბერი ფაქტიურად ”მოძველდა”. პირველ რიგში დადგა გულშემატკივართა ტევადობის პრობლემა, ეს პრობლემა გუნდსაც აწუხებდა, ვინაიდან სტადიონზე მხოლოდდამხოლოდ 38 419 კაცი ეტეოდა. ყველა დანარჩენ დიდ ევროპულ გუნდს, ”არსენალთან” შედარებით გაცილებით დიდი სტადიონები ჰქონდათ. ”მეთოფეთა” გულშემატკივრებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ სასეზონო აბონიმენტი, ფაქტიურად შეუძლებელი იყო მატჩზე მოხვედრა. აბონიმენტის ყიდვაც კი ძნელი იყო.

1998/99 და 1999/00 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჩატარება ”არსენალს” ”უემბლიზე” მოუწია ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო. ახალი სტადიონის აშენების აუცილებლობამ სერიოზულად შეაჩერა არსენალის კიდევ უფრო განვითარება. თუმცა სტადიონის მშენებლობა მაინც დაიწყო.

”ჰაიბერის” გარემონტება და მასზე რესტავრაციის ჩატარება წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ჩრდილოეთ ტრიბუნა ლონდონის მთავარ გზაზე გადის, რომელიც ხელშეუხებელია.
ამიტომ საჭირო იყო ახალი ადგილის მოძებნა მშენებლობის დასაწყებად. ლონდონში ხომ ძალიან კარგი მიწებია. ახალი ”უემბლის” არენდით აღების იდეამაც გაიელვა, ისევე როგორც ”ტოტენჰემის” სტადიონის ”არსენალის” საშინაო სტადიონად გადაქცევამაც, ანუ ”მეთოფეები” და ”მამლები” ერთ სტადიონზე გამართავდნენ საშინაო მატჩებს, თუმცა იდეა იდეადვე დარჩა. საბოლოოდ გამოსავალიც იპოვეს და გენიალური გადაწყვეტილებაც მიიღეს.


”ჰაიბერიდან” სულ რაღაც ნახევარი კილომეტრის დაშორებით არის სამრეწველო რაიონი, ისლინგტონი. ლონდონის ამ ნაწილს ჰაიბერი და ისლინგტონი ჰქვია. ამ რაიონში იყო სხვადასხვა პატარ-პატარა საწარმოები. მათთან მოლაპარაკების დაწყება და სხვა ადგილზე გადასვლაზე თანხმობა ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი იყო, რადგან დიდ ფულთან იყო დაკავშირებული, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. ამ ადგილზე, რომელიც ”ეშბერტონ გროუს” სახელს ატარებდა, დაიგეგმა ”არსენალის” ახალი სტადიონის აშენება.


მთელი პროექტი 470 მილიონი ფუნტი დაჯდა. აქედან 260 საბანკო კრედიტის სახით იქნა აღებული. მთავარი კრედიტორი ამ საქმეში ”Royal Bank of Scotland” გახლდათ. დანარჩენი 210 მილიონი კი ობლიგაციების რეალიზაციაში მიიღეს. პროექტის განხორციელებაზე კომპანია НОК Sport მუშაობდა, მშენებლობას კომპანია Buro Happold აწარმოებდა, მთავარი ინჟინერი კი სერ რობერტ მაკალნაინი იყო.

სტადიონი ოფიციალურად 2006 წლის 22 ივლისს გაიხსნა. იგი პრინცმა ფილიპემ გახსნა. ელიზაბეტ მეორის მეუღლემ. თავად დედოფალმა კი გუნდი მოგვიანებით ყველასათვის კარგად ნაცნობ ბუკინგემ პალასში მიიღო.


საბოლოოდ სტადიონმა შესანიშნავი ფორმა მიიღო. მისი გულშემატკივართა ტევადობა გათვლილია 60 335 კაცზე, ”ემირეითსზე” არინს ინგლისში ყველაზე დიდი მოედანი (113 х 76 მ) და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გაზონი. იმისთვის რათა საფარმა დიდი რაოდენობით ჰაერი მიიღოს, ტრიბუნები უფრო დაშორებულია მოედანს, ვიდრე ჩვეულებრივ საფეხბურთო სტადიონზეა. სტადიონის კუთხეებში ჩადაბლებები არის გაკეთებული. ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი დიდი ეკრანია დამონტაჟებული.

ახლა კი უშუალოდ სახელწოდებაზე გადავიდეთ. თავდაპირველად სტადიონზე სურდათ მისი გეოგრაფიული მდებარეობის სახელი ”ეშბერტონ გროუ” დაერქვათ. თუმცა შემდეგ გამოჩნდა შესანიშნავი ვარიანტი სახელთან დაკავშირებით არცისე ცუდი თანხის სანაცვლოდ, რომელსაც კლუბს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავია კომპანია Fly Emirates სთავაზობდა. სტადიონს საბოლოოდ ”ემირეითს სტადიონი” (Emirates Stadium) დაერქვა. ავიაკომპანიის სახელი ფეხბურთელთა მაისურებსაც დაამშვენებს. საბოლოოდ შეთანხმება 100 მილიონი ფუნტი დაჯდა. შეთანხმება არ ეხება ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, როდესაც არსენალის სტადიონს ჩვეულებრივ “Arsenal Stadium” ეწოდება და ასევე გულშემატკივრებსაც, რომლებიც სტადიონს დღესაც ”ეშბერტონ გროუს” ან უბრალოდ ”გროუს” უწოდებენ.

ემირეითსზე ჩატარებულმა პირველივე სეზონმა სარგებელი მოიტანა. ბილეთები პირველ სეზონში 32-დან 94 ფუნტამდე ღირდა მიუხედავად ადგილისა და მატჩისა. აბონიმენტი ღირდა 885-დან 1825 ფუნტამდე ჩვეულებრივ სექტორზე, (26 646 ქვედა ადგილები დ 24 425 ზედა) და 2500-დან 4750 ფუნტამდე ღირდა ეგრეთწოდებული ”კლუბური დონე”, ასევე არის 150 ლოჟა, რომელიც წელიწადში 60 ათასი ჯდება და ასევე არის ”ბრილიანტის კლუბიც”, რომლისთვისაც გულშემატკივარს 25 ათასი ფუნტის გადახდა უწევს, თუმცა იქ ყველაფერი არაჩვეულებრივია.

 

 

ემირეითს სთედიუმი


 



ავტორიზაცია
წინა მატჩი
14.10.2017
20:30
ვიქარიჯ როუდი
პრემიერ ლიგა, მე-8 ტური
უოთფორდი
არსენალი
2
1
მატჩის საუკეთესო
4

პერ მერტეზაკერი

მომდევნო მატჩი
19.10.2017
21:00
Rajko Mitic Stadium
ევროპის ლიგა, ჯგუფური ეტაპი
ცერვენა ზვეზდა
არსენალი
-
-
სტატისტიკა
  3 დენი უელბეკი

დენი

უელბეკი

  4 ალექსანდრ ლაკაზეტი

ალექსანდრ

ლაკაზეტი

 
2
სეად კოლაშინაცი

სეად

კოლაშინაცი

 
2
ოლივიე ჟირუ

ოლივიე

ჟირუ

  3 თეო უოლკოტი

თეო

უოლკოტი

15.10.2017
  4 გრანიტ ჯაკა

გრანიტ

ჯაკა

 
2
სეად კოლაშინაცი

სეად

კოლაშინაცი

  2 ალექსის სანჩესი

ალექსის

სანჩესი

 
1
აარონ რემზი

აარონ

რემზი

  1 დენი უელბეკი

დენი

უელბეკი

15.10.2017
შემოგვიერთდით!

ტვიტები
მაღლა