FCArsenal.Ge საათი
მედია პორტალი

მთავარი მენიუ
რეკლამა

სატურნირო ცხრილი
#გუნდი
1ჩელსი3893
2ტოტენჰემი3886
3მანჩესტერ სიტი3878
4ლივერპული3876
5არსენალი3875
6მანჩესტერ იუნაიტედი3869
7ევერტონი3861
8საუთჰემპტონი3846
9ბორნმუთი3846
10ვესტ ბრომვიჩი3845
11ვესტ ჰემი3845
12ლესტერი3844
13სტოკი3844
14კრისტალ პალასი3841
15სუონსი3841
16ბარნლი3840
17უოთფორდი3840
18ჰალი3834
19მიდლსბრო3828
20სანდერლენდი3824
27.05.2017
პარტნიორი საიტები

კლუბის ისტორია

 

 


 

 

 


 

 

 


 

 

 1891-ში გუნდმა გადადგა პირველი ნაბიჯი პროფესიონალობისკენ და დაირქვა ახალი სახელი Woolwich Arsenal. იმავე წელს ვულვიჩ არსენალი დაბრუნდა Manor Ground-ზე. ეს იყო მათი პირველი სტადიონი, შემდეგ ეს სტადიონი იყო ცნობილი Spion Kop-ის სახელით.

პირველი სერიოზული ლიგის თამაში გაიმართა ამა წლის 2 სექტემბერს. ეს თამაში გაიმართა Manor Ground-ზე და დამთავრდა 2-2.

 

 


 

 

 ფრედ ბეარდსლის დახმარებით კლუბმა შეიძინა წითელი მაისურები.მცირე ბიუჯეტის გამო კლუბი ცდილობდა რომ შეეძინა იაფი ფორმები. ეს ორიგინალური ფორმა იყო მუქი წითელი გრძელი მკლავებითა.

ეს ფორმა გუნდს თითქმის ეცვა 1913 წლამდე.არსენალის მოდას შემდეგ უკვე ბევრი გუნდი გაყვა. 1950 წლის შემდეგ უკვე არსენალს მეორე ფორმა ქონდა. 1982 წელს JVC პირველი სპონსორი გახდა. რომელიც შეცვალა SEGA-მ. სამი წლის შემდეგ გუნდის სპონსორი გახდა O2. 2006-07 წლის სეზონის შემდეგ გუნდის სპონსორი Fly Emirates გახდა რვა წლის მანძილზე.

 

 

ჰერბერტ ჩაპმანი მწვრთნელად 1925 წლის ზაფხულში დაინიშნა.ეს ნორისის თაოსნობით მოხდა. ის არსენალს Huddersfield Town-იდან შეუერთდა მან სეზონი წარმატებულად დაიწყო. მისი თაოსნობით მეთოფეები პირველ დივიზიონში მე-2 ადგილზე გავიდნენ, ხოლო 1927 წელს გუნდი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა, მაგრამ დამარცხდა კარდიფთან 1-0.

მან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გადმოიყვანა არსენალში როგორებიც იყვნენ დევიდ ჯეკი, ალექს ჯეიმსი და ყველაზე წარმატებული ტრანსფერი კლიფ ბასტინის გადმოყვანა, რომელმაც გუნდში 178 გოლი გაიტანა და ეს რეკორდი მხოლოდ 1998 წელს დაემხო იან ვრაითის მიერ.

ამ ტრანსფერების წყალობით არსენალი ერთ-ერთი საშიში გუნდი გახდა. ჩაპმანის პირველი ჯილდო 1930 წელს მოვიდა მან თავისი ყოფილი გუნდი Huddersfield-ი დაამარცხა 2-0 და მოიპოვა ასოციაცისს თასი 30-იანი წლები არსენალის იყო. ჩაპმანის სიკვდილის შემდეგ თავკაცი ჯორჯ ალისონი გახდა, რომელმაც წარმატებით გააგრძელა თავისი საქმე.

1933/34 წლების სეზონში ალისონმა არსენალს 3 ტიტული მოაგებინა. ხოლო 1934/35 წლების სეზონში არსენალმა ყველას გადაუარა .ლესტერი და მიდლსბრო დაამარცხა 8-0 ლივერპული 8-1 ვულვერჰემპტონი 7-0 ტოტენჰემი 6-0 განადგურდა.

დრეიკმა იმ სეზონში 42 გოლი გაიტანა და ამ რეკორდის დამხობა ვერავინ შეძლო. ჰაიბერის აღმოსავლეთ ფასადი ყველაზე ისტორიული მნიშვნლეობის იყო და დღესაც არაა დანგრეული იმის მიუხედავად რომ გუნდი ემირეითზეა ხელმძღვანელობის თხოვნით ეს ისტორიული სტენდი არ დაანგრია სამშენბლო კომპანიამ. მეორე მსოფლიო ომი ცუდათ დაეტყო არსენალს და მთელ ინგლისურ ფეხბურთს.

ინგლისის ჩემპიონატის მაგივრად რაიონული ტურნირები დაიწყო. არსენალი იქაც წარმატებებს აღწევდა. ტოტენჰემი დროებით ჰაიბერის იყენებდა თავისი საშინაო მატჩების ჩასატარებლად, რადგან მათი სტადიონის ახლომდებარე ქუჩები დაიბომბა და ცოტა სტადიონიც დაზარალდა.

შემდეგ კი უკვე არსენალი და ტოტენჰემი, ტოტენჰემის არენას იყენებდნენ საშინაო მატჩებისთვის რადგან ჰაიბერი თვითმფრინავების დასაფრენ ბილიკად ითხოვეს. ამიტომ ჰაიბერიც ვერ გადაურჩა დაბომბვას და ორი ჯარისკაცი შეეწირა ამას.

ომის დასრულების შემდეგ არსენალი იგივე შემადგენლბითა და ხელმძღვანელობით იყო. მეტიც 1950 წელს ლივერპული დაამარცხა ასოციაციის თასის ფინალში. ჰერბერ ჩაპმანის მიერ შექმნილი მონახაზით არსენალმა ალისონის მეთაურობით მეორე მსოფლიო ომსაც გაუძლო.

1945 წელს კონფლიქტის დასრულების შემდეგ განახლდა პროფესიონალური თამაშები ფეხბურთში. ალისონი წავიდა და მის ადგილზე უაიტაკერი მოვიდა.უაიტაკერმა შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა. გუნდს ლიდერი რონი რუკი გახდა მან 33 გოლი გაიტანა და არც ერთი თამაში არ გამოუტოვებია.

ბერტი მი მწვრთნელად 1966 წელს დაინიშნა და კარგად დაიწყო მოღვაწეობა. მან გუნდში დიდი დისციპლინა დაამყარა. არსენალს მის მოსვლამდე ტიტულების ბრძოლის ჟინი დაკარგული ქონდა. მაგრამ ბერტის მოსვლამ ყველაფერი შეცვალა.

მან გუნდი ორჯერ გაიყვანა ინგლისის ლიგის ტასის ფინალში. მართალია ორივე თამაში წააგო მაგრამ არსენალი ისევ მებრძოლი გუნდი გახდა. 1970 წელს მან როგორც იქნა ტიტული მოიპოვა არსენალმა ანდრელეხტი დაამარცხა ევროპის თასის ფინალში ორი მატჩის ანგარიშიდ 4-3.

1971 წელს კი ინგლის ჩემპიონი გახდა ჩემპიონობა კი მოსისხლე მტერ ტოტენჰემთან გაინაღდეს ანგარიშით 1-0 და ამავე წელს ლივერპული დაამარცხა ასოციაციის თასის ფინალში 2-1.

მი 2001 წელს გარდაიცვალა 82 წლის მისი ადგილი ყოველთვის იქნება არსენალის ისტორიაში. ჯორჯ გრემი მწვრთელად ინიშნება. ვენგერმა არსენალს ოქროს ერა შეუქმნა მაგრამ გრემიც არ ჩამოუვარდებოდა.

გრემიც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მუშაობდა მან ისეთი ტალანტები გაზარდა როგორებიც იყვნენ დევიდ როკასტელი, ტონი ადამსი, მაიკლ ტომასი, ნაიჯოლ ვინტერბურნი, სტივ ბოულდი. მან მეორევე წელს მოიპოვა ტიტული.

გრემმა ასევე მეკარე დევიდ სიმენი გადმოიბირა რომელიც საბოლოოდ საუკეთესო მეკარე გახდა. მან ასევე იან რაითიც გადმოიბირა გრემმა გუნდთან ერთად უეფას თასიც მოიგო როცა პარმა დაამარცხა1-0.

ფანებისთვის ის არსენალის ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელია. დაუვიწყარი ღამე ენფილდზე. "ტომასი გაარღვია ნახევარდაცვა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.... ტომასი სწორად იქცევა ბოლოში გოლი" ეს სიტყვები თითქმის 20 წლის წინ ითქვა არსენალის ფანებს ისეთი დრამატული თამაში არ ახსოვთ როგორიც ენფილდზე იმ დაუვიწყარ საღამოს გაიმართა.

იმ წელს არსენალს სასტიკი ბრძოლა ქონდა ლივერპულთან ჩემპიონობისთვის. გრემის ახალგაზრდა ბიჭები კი ლომებივით იბრძოდნენ და არაფერს თმობდნენ.

ბოლო ტური იყო ლივერპულს ფრეც აწყობდა არსენალს კი ლივერპულზე გამარჯვება ორი გოლით სჭირდებოდა. აღსანიშნავი იყო ის ფაქტი რომ ლივერპული-არსენალი იყო სეზონის ბოლო თამაში. ლივერპულის ფანები დასცინოდნენ არსენალის ფანებს თქვენ წესიერი ფეხბურთელიც არ გყაავთო. მეორე ტაიმის შემდეგ ანგარიში 1-0 იყო ალან სმიტის გოლის წყალობით. არსენალს შანსები ეკარგებოდა მატჩი მთავრდებოდა. მაგრამ ტომასმა ბოლოს თავისი სიტყვა თქვა 2-0 და არსეანლი ჩემპიონი გახდა.

18 წლიანი ლოდინის შემდეგ არსენალი ინგლისურ მწვერვალებს დაუბრუნდა.

1996-ში როდესაც ვენგერი ჰაიბერიზე მოვიდა არსენალის ფანებმა საერთოდ არ იცოდნენ ვინ იყო ან რას წარმოადგენდა. ახლა კი არავისში გაცვლიან.

ფეხბურთელები მიხვდნენ რომ სხვანაირ მწვრთნელთან ქონდათ საქმე. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ემირეითის დაგეგმარებისას. მან ორი დუბლი შეასრულა 1998-ში და 2002-ში. მისი თაოსნობით არსენალმა ზედიზედ 49 თამაში წაუგებლად ჩაატარა.

მაგრამ ვენგერის მიღწევები ამით არ შემოიფარგლება. მან ვიეირა, პეტი, ანელკა, ლიუნგბერგი, ანრი და ფაბრეგასი აღმოაჩინა.

 

 


 

 

დღეს უკვე ვენგერს ლეგენდალურ ჰერბერტ ჩაპმანს ადარებენ. როდესაც იან რაითი ჰაიბერიზე მოვიდა მაშინვე დაიწყო გოლების გატანა. როდესაც1997/98 წლების სეზონი დაიწყო იანის ანგარიშზე 174 გოლი იყო ოთხი გოლი აკლდა რეკორდამდე მან 2 თამაშში 3 გოლი გაიტანა 1 გოლი აკლდა იანს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მან სამი თამაში უგოლოდ ჩაატარა.

ნაკრებებიდან დაბრუნების შემდეგ როცა ბოლტონი არსენალს ესტურმა ჩრდილოეთ ლონდონში იანმა საბოლოოდ მოხსნა ბასტინის რეკორდი. არავის ეგონა რომ ეს რეკორდი დაახლოებით 8 წელიწადში მოიხსნებოდა მაგრამ 2006 წელს ანრიმ პრაღას დუბლი შეუსრულა და რეკორდიც დაამყარა.

 

 


 

 

 ზედიზედ 49 წაუგებელი თამაში.

 

49 თამაში 36 მოგება 13 ფრე არც ერთი წაგება.ეს რეკორდი ინგლისურ ფეხბურთში ჯერჯერობით დაუმაარცხებელია. ამ რეკორდს საფრთხე რეალურად მაშინ შეექმნა როდესაც 90 წუთზე ნისტერლოიმ პენალტი დაარტყა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

მეთოფეებმა ტიტული ტოტენჰემთან გაინაღდეს თანაც სტუმრად. მატჩი 2-2 დამთავრდა და არსენალს ვეღარავინ დაეწეოდა.

ეს წაუგებელი სერია გაგრძელდა 2004 წლის ოქტომბრამდე და საბოლოოდ 49-ს მიაღწია და შეჩერდა მანჩესტერის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერმა 2-0 მოიგო, მაგრამ ეს შესანიშნავი რეკორდი იყო რადგან მხოლოდ პრესტონს ქონდა ესეთი რეკორდი თანაც უფრო ცოტა 42 თამაშიანი და ეს მეცხრამეტე საუკუნეში მოხდა.

13 წუთი და ჩემპიონთა ლიგა ჩვენი იქნებოდა. 13 წუთი გვაშორებდა ისტორიულ გამარჯვებას. არსენალი პარიზში როდესაც ჩავიდა ლემანს ზედიზედ 10 თამაში გოლი არ გაუშვია.

აიაქსი, თუნი და სპარტა პრაღას შეგხვდნენ ჯგუფში რაც დიდი დაბრკოლება არ იყო, მაგრამ მერვედ ფინალში რეალი და მეოთხედ ფინალში ივენტუსი გამოაგდო.

 

 


 

 

ვენგერის ახალგაზრდა გუნდმა განსაკუთრებით ახალგაზრდა თინეიჯერი ფაბრეგასი თამაშობდა კარგად. მან ჯერ ანრის საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო შემდეგ როლები გაცვალეს და ანრიმ სესკს გაატანინა.

ვილიარეალთან მატჩის გმირი ლემანი გამოდგა, რომელმაც ბოლო წუთზე პენალტი აიღო ის გოლი, რომ გასულიყო ძალიან გაგვიჭირდებოდა.

 

 


 

 

ფინალიც დაიწყო და მეჩვდიმეტე წუთზე ლემანი გააგდეს მის ნაცვლად ალმუნია შემოვიდა. 37 წუთზე კი ებუესთან უხეშობისთვის ჯარიმა დაინიშნა და ანრის ჩაწოდებით კემბელმა გოლი გატიანა.

 

 


 

 

10 კაციანი არსენალი 73-ე წუთამდე მედგრად იდგა, მაგრამ ახალგაზრდა გუნდი მაინც გატყდა და ორი გოლი გაუშვა. და ევროპული ოცნებაც დასრულდა 2006 წლის 6 მაისი 93 წლიანი ასპარეზობის შემდეგ კლუბი ჰაიბერის ტოვებს.

 

 



 

 

ბოლო მატჩი არსენალი-ვიგანი იყო პრემიერ ლიგა არსენალს მოგება სჭირდებოდა რადგან თუ ტოტენჰემი მოიგებდა და არსენალი წააგებდა მეოთხე ადგილზე ტოტენჰემი გადიოდა, მაგრამ საბედნიეროდ ვესტ ჰემმა მოუგო. კაპიტანი ანრის ჰეთ-რიქით და პირესის გოლით არსენალმა 4-2 მოიგო ჰაიბერი ძალიან ლამაზი იყო ყველა ფანს წითელი და თეთრი მაისური ეცვა. ანრიმ გოლის შემდეგ მიწას აკოცა ჟურნალისტებმა კი მიზეზი, რომ ჰკითხეს განაცხადა.

 

 



 

 

"მე ამ კოცნით სტადიონ გამოვემშვიდობე". ეს სიტყვა არსენალის ფანების მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაჯდა.



ავტორიზაცია
წინა მატჩი
30.07.2017
19:20
ემირეითს სთედიუმი
ემირეითსის თასი
არსენალი
სევილია
1
2
მატჩის საუკეთესო
15

ალექს ოქს-ჩემბერლენი

მომდევნო მატჩი
06.08.2017
17:00
უემბლი
ინგლისის სუპერთასი
არსენალი
ჩელსი
-
-
სტატისტიკა
  30 ალექსის სანჩესი

ალექსის

სანჩესი

  16 ოლივიე ჟირუ

ოლივიე

ჟირუ

 
19
თეო უოლკოტი

თეო

უოლკოტი

 
12
მესუტ იოზილი

მესუტ

იოზილი

  7 ლუკას პერესი

ლუკას

პერესი

27.05.2017
  5 აარონ რემზი

აარონ

რემზი

 
18
ალექსის სანჩესი

ალექსის

სანჩესი

  12 მესუტ იოზილი

მესუტ

იოზილი

 
11
ალექს ჩემბერლენი

ალექს

ჩემბერლენი

  6 ოლივიე ჟირუ

ოლივიე

ჟირუ

27.05.2017
შემოგვიერთდით!

ტვიტები
მაღლა